Sunday, April 21, 2013



პროექტის სახელი: თავმდაბლობა 
Add caption
პროექტის მიზანი:ამ პროექტით ბავშვები ისწავლიან რა არის თავმდაბლობა, როგორ იქცევა თავმდაბალი ადამიანი.
პროექტის აღწერა:   თავმდაბლობა არის საკუთარი და სხვისი ინტერესების თავისებური გამოვლენა. მხოლოდ სამართლიანი და სიმართლისმოყვარე ადამიანი შეიძლება იყოს თავმდაბალი.
თავმდაბალი ადამიანი ცდილობს ნაკლები ილაპარაკოს თავის თავზე.იგი არ წუწუნებს და ყოველთვის სჯ ერდება იმ ყურადღებას და მზრუნველობას, რასაც მის მიმართ იჩენენ.
თავმდაბლობა ზომიერების დაცვაა, თავის დამცირებასა და სხვის დამცი რებას შორის.
არსებობენ ყოყოჩი, ქედმაღალი,ამპარტავანი ადამიანები, რომლებიც სხვისი დამცირებით
ავლენენ თავხედობას. თავხედია ის ვინც რიგში  მდგომ ადამიანებს წინ გაუსწრებს და თავის საქმეს ჩქარა მოაწესრიგებს ბოდიშის მოუხდელად.
 .კაცის ბუნებას  ორი ნიჭი ამაღლებს: სინდისი და რწმენა.თავმდაბალი ადამიანი შეიძლება დროებით დაიჩაგროს , თუმცა ზნეობის თესლი ხალხში ჩავარდნილი გვიან , მაგრამ აუცილებლად ამოვა უფრო საიმედოდ და ხანგრძლივად.გაიხსენებენ ანდაზას ,,მძიმე თავთავი თავს დაბლა ხრის , ცარიელი კი მაღლა წევსო.’’
მონაწილეთა ასაკი: 7-8წელი  მესამე კლასი .
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები კლასში მოიწვევენ ცნობილ ადამიანებს,რომლებიც თავმდაბლობით გამოირჩევიან . აიღებენ ინტერვიუებს, გამართავენ დისკუსიებს, შექმნიან ელექტრონულ ჟურნალს.
ვადები-ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ვებ გვერდი, ელექტრონული ჟურნალი.
სარგებელი სხვებისათვის:ერთხელ კიდევ დაფიქრდებიან საკუთარ ქმედებებზე,თავად გახდებიან ზნეობრივად მისაბაძი ადამიანები.
სამუშაო ენა: ქართული
პროექტის ფასილიტატორის ელ: ფოსტა maka.karel@gmail.com